10 ბუნებრივი მოვლენა დედამიწაზე, რომელიც ამოუხსნელია

დედამიწაზე არც თუ ისე ცოტა ამოუხსნელი ბუნებრივი მოვლენებია, რომელთა ბუნებაშიც მეცნიერები ვერ გარკვეულან.

ბოლდის ღრმულები

37 მეტრიანი ბოლდის ბორცვი – ყველაზე მაღალი სილის დიუნაა მიჩიგანის ტბის სამხრეთ სანაპიროების სიახლოვეს.მიჩიგანი. ძირითადი მისი უცნაურობა ისაა, რომ ის ყოველწლიურად ერთ ან მეტი მეტრით გაადგილდება. ამაში საიდუმლო არაფერია. მისი ტრანსპორტირების სამუშაოს ქარი ასრულებს.

აქ საინტერესო სხვა რამაა. დრო და დრო მასში წარმოიშვება ღრმულები. რომლებშიც ადამიანები ვარდებიან.  მაგალითად 2013 წლის ივლისში 6 წლის ნატან ვოსსნერას მიწა გამოეცალა ფეხ ქვეშ და ის ჩაიმარხა 3 მეტრიან ღრმულში.  საბედნიეროდ მრავალსაათიანი სამაშველო სამუშაოების შედეგად ბავშვი ცოცხალი და ჯანმრთელი ამოიყვანეს.

6 წლის ნატანის გადასარჩენად სამაშველო სამუშაოები / ©National Park Service Photo

სახარას თვალი

რიშატის სტრუქტურა – მას სახარას თვალსაც ეძახიან, წარმოადგენს 50 კილომეტრიან ფორმაციას რგოლების კონცეტრციისაგან პირდაპირ უდაბნოს შუა გულში. გიგანტური რგოლები შეფერილია სხვადასხვა ტონის ფერებით, რომელიც კოსმოსიდანაც ჩანს. დიდი ხნის მანძილზე ითვლებოდა, რომ დიდი ზომის მეტეორის დარტყმის შედეგად წარმოიშვა. თუმცა ამას ბოლომდე ვერ ამტკიცებენ. ზოგი თვლის, რომ ის უძველესი ვულკანის წვერია. თუმცა ეს თეორიაც ვერ დაამტკიცეს გეოლოგებმა.

რიშატის სტრუქტურა, მავრიტანია / ©JAXA/ESA

მხატვრობა კლდეებზე

კლდეები უდაბნოებში ხშირად დაფარულია თხელი სუბსტანციით, სხვადასხვა ფერთა ტონით ვარირებს. პირველყოფილები ამ სუბსტანციის ფენებზე ხატავდნენ თავის პეტროგლიფებს.

მიუხედავათ იმისა, რომ მთელს პლანეტაზე გვხვდება მსგავსი მხატვრობა ამ სუბსტანციის წარმოშობა ამოუხსნელი რჩება. მარგანეცის შემადგენლობა ამ სუბსტანციაში 50-ჯერ აღემატება ამ რეგიონში არსებულ საშუალო მაჩვენებელს. ცნობილია, რომ ამ ელემენტის აკუმილირება შეუძლიათ ზოგიერთ მიკრო ორგანიზმებს. ზოგიერთი მეცნიერები თვლიან, რომ ამ ფენის დატანა მოხდა ციდან – რადგანაც ბიოლოგიური თეორიისათვის რკინისა და მარგანეცის კონცეტრაცია ძალიან მაღალია.

©Scott Catron

უტურუნკუ

უტუტუნკუ წარმოადგენს 6 კილომეტრიან სტრატოვულკანს ბოლივიის სმხრეთ-დასავლეთით, რომელიც ბოლოს 300 000 წლის წინ ამოიფრქვა. კოსმოსიდან დაკვირვებით გაირკვა, რომ მისი მიწის ქვეშა რეზერვუარებს 10-ჯერ უფრო სწრაფად შეუძლიათ გავსება (1 კუბური მეტრი მაგმა წამში) ვიდრე სხვა მსგავს ვულკანებს. ამ პროცესების შედეგად ყოველწლიურად ვულკანის გარშემო მთლიანი რელიეფი ყოველწლიურად რამდენიმე სანტიმეტრით იზრდება. რამდენი ხანია რაც მიმდინარეობს ეს პროცესი და შესაძლებელია თუ არა უტურუნკუს სუპერ ვულკანად გადაქცევა, საბოლოოდ გაუგებარია.

უტურუნკუ / ©Rojk/Wikimedia

ჰილლერის ტბა

ავსტრალიის ჰილლერის ტბა ერთადერთი არაა დედამიწაზე, რომლის შეფერილობა ვარდისფერია, თუმცა ის ყველაზე ამოუცნობია სხვებთან შედარებოით. სხვებისაგან განსხვავებით მისი შეფერილობის მიზეზი ბოლომდე ამოუხსნელია. ავსტრალიის სხვა ვარდისფერი ტბის შეფერილობის მიზეზი განპირობებულია მცირე ზომის კიბოსნაირებისა და მიკროორგანიზმების საქმიანობით.

სენეგალის რეტბას ტბის ვარდისფერი შეფერილობის მიზეზი წყალმცენარეებია. რაც შეეხება ჰილლერის ტბას, მეცნიერებს ჯერ კიდევ არ შეუძლიათ პასუხის გაცემა იმ კითხვაზე, თუ რამ გამოიწვია მსგავსი ფენომენი. ეს კითხვა არ აწუხებთ ფიჯაზე, იქ ისეთი გამჭვირვალე წყალია,რომ წყალქვეშა სასტუმროც კი ააშენეს.

ჰილლერის ტბა / ©Ockert Le Roux

ჰავაის კუნძულების ფორმირება

ჰავაი წარმოიშვა წყალქვეშა ვულკანური მოქმედებების შედეგად. მილიონობით წლის წინათ ცხელი მაგმა ამოიფრქვა ოკეანიდან, მის ზედაპირს აცდა და გაცივდა. ასე წამოიშვა დედამიწის ყველაზე ლამაზი არქიპელაგი. თუმცა ზუსტი მიზეზი ამ არქიპელაგის დღევანდელი სახით წარმოშობისა ყველაზე დიდი საიდუმლოა.

გრანდ – კანიონის ასაკი

ყველაზე უცნაური გეოლოგიური ობიექტის დეტალური შესწავლის მიუხედავად, მისი ზუსტი ასაკი დიდი კამათის მიზეზია გეოლოგთა შორის. ზოგიერთები თვლიან, რომ მისი ასაკი 6 მილიონ წელს არ აღემატება. ხოლო მეორენი თვლიან, რომ გრანდ კანიონი 70 მილიონი წლისაა. ორივე მხარისათვის საკამათო რჩება ისიც თუ ნამდვილად მდინარე კოლორადომ ჩამოაყალიბა კანიონი თუ მან უბრალოდ გამოიყენა გამზადებული კანიონი რომ მასში გაევლო მდინარეს?

ელვა გრანდ-კანიონში / ©photographysedona.com

დედამიწის ზედაპირის ბზარები

დროდადრო დედამიწის სხვადასხვა წერტილებში ხდება გრუნტის უცნაური ვიბრაცია, რომელთა შედეგადაც წარმოიშობა დიდი ბზარები მიწის ზედაპირზე. როგორც წესი ამ მოვლენას თან სდევს ხოლმე ძლიერი მიწის ქვეშა გუგუნი. ამ მოვლენის მიზეზს მეცნიერები ჯერ ვერ ხსნიან. მაგალითისათვის ასეთი ბზარები დაფიქსირდა კანადაში ქალაქ უინსორთან და კლივლენდშიც. პარაგვაიში დედამიწის ზედაპირის ბზარი სიგრძეში 80 მეტრს შეადგენდა, ხოლო სიგანეში 15 სანტიმეტრს.

მეწყერის შედეგები ბოლივიაში / ©AFP

მესსინის მარილიანობის კრიზისი.

დაახლოებით 630 მილიონი წლის წინათ ხმელთაშუა ზღვა უდაბნოდ გადაიქცა და მისი ამ მდგომარეობაში ყოფნა 630 ათასი წელი გაგრძელდა. ამ ეპოქას ეწოდა მესსინის მარილიანობის კრიზისი. ეჭვგარეშეა რომ ამის მიზეზი გახდა ხმელთაშუა ბასეინის გამოყოფა ატლანტის ოკეანისაგან, მაგრამ რამ განაპირობა ეს მოვლენა?

ერთი ვერსიით ამის მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ყინულოვანი საფარის გაზრდა პოლუსებზე და მას შეეძლო გამოეწვია ზღვის დონის მნიშვნელოვანი ვარდნა. სხვანი თვლიან, რომ ტექტონიკური აქტივობის შედეგად ზღვის ფსკერი აიწია გიბრალტარის სრუტეში და ასე ჩაკეტილიყო სრუტე. მიუხედავად ყველაფრისა ჯერჯერობით დედამიწის გეოლოგიურ ისტორიაში ამ გასაოცარი მოვლენის ამოხსნა არ არის მოსალოდნელი.

ხმელთაშუა ზღვისა და ატლანტის ოკეანეს შორის ჩაკეტილი სრუტე/ ©Wikipedia/Paubahi

მთავარ გვერდზე დაბრუნება

გააზიარე