არაფრის კეთების შეჯიბრი

რა უნდა გააკეთო იმისათვის, რომ ჩემპიონი გახდე? რა თქმა უნდა, ივარჯიშო სპორტის სხვადასხვა მიმდინარეობებში. თუ ვარჯიშის სურვილი არა გაქვთ მაშინ შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ არაფრის კეთების ჩემპიონატში.

ეს ხუმრობა არ არის. 2014 წლიდან ასეთი შეჯიბრებები სამხრეთ კორეაში ეწყობა ხოლმე. ამ შეჯიბრების ავტორია მხატვარი ქალბატონი ვუპს იანი. ის უსაქმოდ ყოფნა არ შეეძლო და გადაწყვიტა, რომ უსაქმურთა კომპანიაში თავს უფრო კომფორტულად იგრძნობდა ხოლმე. მითუმეტეს თუ ამ უსაქმურობას უბრალო დასვენებად კი არა არამედ კონკურსად გადააქცევდა.

mymoonge.com

მან გადაწყვეტილება სისრულეში მოიყვანა, შეიმუშავა ამ შეჯიბრების წესები და კონკურსიც გამართა.

ესეიგი იმისათვის რომ გამოავლინონ უსაქმურობაში გამარჯვებული საჭიროა რომ კონკურსანტი 90 წუთის განმავლობაში უნდა იჯდეს მშვიდად და იყურებოდეს წინ. მობილურით სარგებლობა აკრძალულია. ასევე იკრძალება დაძინება, ძილისთვის მომენტალური დისკვალიფიკაციაა გათვალისწინებული. ასევე იკრძალება გაღიმებაც. ტუალეტში გასასვლელად მსაჯებს უნდა მიმართოთ. ამ ყველაფერს მკაცრად აკვირდებიან არბიტრები. ყოველ 15 წუთში მონაწილეებს უზომავენ პულს. ამაზე ხომ პირდაპირ არის დამოკიდებული მონაწილის გამარჯვება. გულისცემა უნდა იყოს მშვიდი და თანაბარი. ადგილობრივი ტელე არხები აშუქებენ ხოლმე ამ შეჯიბრებებს, ხოლო მოსახლეობა კი მოუთმენლად ელის ხოლმე შეჯიბრებას უსაქმურობაში. მონაწილეთა რაოდენობა იმდენად დიდია ხოლმე, რომ გადასარჩევი ტურნირების ჩატარებაც უწევთ ხოლმე, რომ მონაწილეთა რაოდენაბა რამოდენიმე ათეულამდე შემცირდეს ხოლმე. ამ შეჯიბრებისათვის ზოგი დიდხანს ემზადება ხოლმე. მაგალითად; 2016 წელს საუკეთესო უსაქმურად შინ ხე-სები გამოცხადდა, რომელმაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ გამარჯვებისათვის ის დიდხანს ვარჯიშობდა.

mymoonge.com

გააზიარე