ბაქტერიოციდული და კვარცის ნათურები: გამოყენების წესები და სად შევიძინოთ

კორონავირუსისა თუ სხვა სეზონური ვირუსების პანდემიის დროს იბადება ლოგიკური კითხვა თუ როგორ და რითი დავამუშაოთ და დავიცვათ ჩვენი საცხოვრებელი ან სამუშაო ოთახები ამ ვირუსებისა თუ ბაქტერიებისაგან.

შენობების სანიტარულად ხარისხიანად დამუშავებისათვის უამრავი საშუალებები არსებობს. ერთერთი ყელაზე მარტივ და ეფექტურ საშუალებად ითვლება შენობის ბაქტერიოციდული გამოსხივებით დამუშავება, რომელიც ითხოვს მინიმალურ ძალისხმევას და გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით ბაქტერიებისა და ვირუსების განადგურებაში. ამასთან ერთად არ უნდა დაგვაიწყდეს, რომ ამ ნათურების მოხმარება უნდა მოხდეს დიდი სიფრთხილითა და ყურადღებით, წინააღმდეგ შემთხვეაში ადამიანთა ჯანმრთელობას შესძლებელია საფრთხე შეუქმნათ! მსგავსი ხელსაწყოების გამოყენების წინ კარგად გაეცანით მოხმარების წესებს!

ბაქტერიოციდული თუ კვარცის ნათურები?

მსგავსება

ორივე ნათურას (ბაქტერიოციდული, კვარცის) ახასიათებთ მაღალი ხარისხის დამღუპველი გავლენა ბაქტერიებზე და ვირუსებზე. ორივე ნათურას გააჩნია შესაძლებლობა დაშალოს და გაანადგუროს მიკრობების დნმ ულტრაისფერი სხივებით რომელსაც ისინი ასხივებენ.

განსხვავება

კვარცის ნათურის კონსტრუქცია ითვალისწინებს კვარცის შუშის გამოყენებას, როგორც კოლბის მასალისა. ამიტომაც ამ ნათურის მუშაობისას გამოიყოფა დიდი ოდენობით ოზონი, რომელიც ადამიანის ორგანიზმზე ნეგატიურად მოქმედებს. ზუსტად ამის გამო მსგავსი ნათურების ინსტრუქციებში წერენ, რომ ნათურის მუშაობის შემდგომ შენობა აუცილებლად უნდა განიავდეს. თუ თქვენ არ ხართ დარწმუნებული თუ რომელ ნათურას იყენებთ მაშინ თქვენ შეიძლება დააზუსტოდ რომ ნამდვილად კვარცის ნათურას იყენებთ მის კოლბაზე არსებული ნაჩხაპნებით მთელ ზედაპირზე. თუმცა ალბათ გამონაკლისიც შეიძლება იყოს.

ბაქტერიოციდული ნათურები განსხვავებული შუშისგან მზადდება. ამიტომაც ასეთი ნათურების გამოყენების შემდეგ აუცილებლობას არ წარმოადგენს შენობის განიავება. ასეთი ნათურების ჩართვისას და გამორთვისას შეიძლება იგრძნოთ ოზონის მცირედი სუნი, მაგრამ ამდაგვარი ნათურებისათვის ეს დასაშვებია და ადამიანზე არ ახდენს რაიმე ნეგატიურ გავლენას იმდენად ცოტა რაოდენობით ხდება გამოყოფა. (ყოველშემთხვევაში პირადად მე მაინც გავანიავებდი შენობას:-) ) ასეთ ნათურებს „ოზონისგარეშე“ ნათურებათაც მოიხსენიებენ.

კვარცის ნათურები

მოხმარებისას საჭიროა დაიცვათ მისი მოხმარების წესები, რომელიც მათ ინსტრუქციაში მოსდევთ როგორც წესი.

ყოველშემთხვევაში ზოგადად მაინც დავწერ მათ. რადგანაც კვარცის ნათურები დიდი რაოდენობით გამოყოფენ ოზონს საჭიროა აუცილებლად დაიცვათ უსაფრთხოების ნორმები.

  • ჩართვამდე გაანთავისუფლეთ ოთახი ადამიანებისაგან, ცხოველებისაგან და გაიტანეთ ოთახიდან მცენარეები.
  • კვარცის ნათურის მუშაობის ხანგრძლივობა როგორც წესი არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს. (ყველა პროდუქტს თავისი ინსტრუქცია მოსდევს.)
  • მუშაობებს შორის შორის შესვენების ხანგრძლივობა უნდა იყოს მინიმუმ 15 წუთი. მის საბოლოოდ გაგრილებამდე.
  • გაანიავეთ ოთახი რომელსაც ამ ნათურით დაამუშავებთ.
  • ჩამოწერეთ ნათურის მუშაობის გრაფიკი და დაიცავით ის.
  • ნათურის ჩართვა გამორთვისას სასურველია არ შეხვიდეთ ოთახში. ამისათვის შეიძლება ისე გააკეთოთ რომ მისი ჩართვა-გამორთვის შესაძლებლობა გქონდეთ გარედან ან შეიძინოთ ტაიმერიანი ბრები რათა ავტმატურად მოხდეს მისი მუშაობა.
  • ასევე გაითვალისწინეთ, რომ ძალიან ხშირი და ხანგრძლივი გამოყენების გამო ოთახში მდებარე ქსოვილები შეიძლება დროზე ადრე გახუნდეს.
  • კატეგორიულად იკრძალება ამ ნათურების გამოყენება მკურნალობა პროფილაქტიკის მიზნით ადამიანებისთავის!!!

ასეთ ნათურებს იყენებნ ხოლმე სხვადასხვა დარგებში, მაგალითად სამედიცინო შენობებში, კვების ობიექტებში, სახლებში – ძალიან ყურადღებით უნდაგამოყენება. რაც მთავარია საწარმოებში გამოიყენება დიდი სიმძლავრის ნათურები.

სახლებში კი ბრის მაგვარი პატარა ნათურები

ბაქტერიოციდული ნათურა (ოზონის გარეშე)

ბაქტერიოციდული ნათურის გამოყენების წესი დიდად არ განსხვავდება კვარცის ნათურისაგან. ძირითადი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ მას ბევრად ნაკლები ნეგატიური გავლენა აქვს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ამიტომაც არ არის აუცილებელი ოთახის განიავება მისი გამოყენების შემდეგ. (ამიტომ არის საჭირო გამოყენების წინ აუცილებლად გაეცნოთ ინსტრუქციას!)

მოხმარებისას საჭიროა დაიცვათ მისი მოხმარების წესები, რომელიც მათ ინსტრუქციაში მოსდევთ როგორც წესი.

  • ჩართვამდე გაანთავისუფლეთ ოთახი ადამიანებისაგან, ცხოველებისაგან და გაიტანეთ ოთახიდან მცენარეები.
  • ოთახის დამუშავების პროცესში თუ გაჩნდა ოთახში შესვლის აუცილებლობა, გამოიყენეთ სპეციალური დამცავი სათვალე და მაქსიმალურად შეზღუდეთ იქ ყოფნის დრო. (პირადად მე ვიტყოდი, რომ მაინც არ ღირს მომუშავე ნათურასთან შესვლა და ჯანმრთელობით გარისკვა.)
  • ბაქტერიოციდული ნათურის ჩართვა-გამორთვის შესაძლებლობა გქონდეთ გარედან ან შეიძინეთ ტაიმერიანი ბრები რათა ავტმატურად მოხდეს მისი ჩართვა და გამორთვა.
  • ნათურა რომელიც დიდხანს იყო უარყოფით ტემპერატურის გარემოში სასურველია რამოდენიმე საათით გააჩეროთ ოთახში ჩართვამდე.
  • ჩამოწერეთ ნათურის მუშაობის გრაფიკი და დაიცავით ის.
  • ნათურის განმეორებით ჩართვამდე შეიძლება, მხოლოდ მისი სრულად გაგრილების შემთხვევაში.
  • არ დაუშვათ ნათურის დამტვერიანება – დაბინძურება.
  • კატეგორიულად იკრძალება ამ ნათურების გამოყენება მკურნალობა პროფილაქტიკის მიზნით ადამიანებისთავის!!!

სად გამოიყენება?

  • ამ ნათურებს იყენებენ ბასეინებში წყლის დეზინფექციისათვის
  • ჰაერისა და სხვადასხვა ნივთების გასაუვნებელყოფად.
  • სამედიცინო ინსტრუმენტების დამუშავება სტერილიზაციისათვის. (რა თქმა უნდა სპეციალურად სხვა სიმძლავრების ნათურებით)
  •  ვირუსებისა და ბაქტერიების გასანადგურებლად.
  • პროდუქტების შესანახი ადგილის გაუვნებელსაყოფად.
  • სოკოსი და ობის გასანადგურებლად ნესტიან ადგილებში.(სამზარეულო, სააბაზანო და ა.შ.)

მისი მიკროორგანიზმების განადგურების თვისებებიდან გამომდინარე ასეთ ნათურებს იყენებენ სეზონურ ეპიდემიებზეც.

სახლში ასეთი ნათურა შეიძლება გამოიყენოთ ვირუსებისა და ბაქტერიების გასანადგურებლად, პროდუქტების შესანახი ადგილების დასამუშავებლად, სოკოსი და ობის გასანადგურებლად ნესტიან ადგილებში.(სამზარეულო, სააბაზანო და ა.შ.)

სახლის და პატარა ოფისების  დეზინფექციისას იყენებენ პატარა სიმძლავრის ნათურებს, ვირუსების გავრცელების პიკის პერიოდში რეკომენდირებულია ნათურით ყოველდღიური დამუშავება, ხოლო სხვა დროს შესაძლებელია კვირაში ერთხელ.

გაფრთხილება: არავითარ შემთხვევაში არ შეხედოთ მომუშავე ნათურას! თვალებისთვის საზიანოა!!!

ანადგურებს თუ არა ბქტერიოციდული და კვარცის ნათურა კორონა ვირუს?

COVID-19 პანდემიის გამო ბევრი ადამიანი ინტერესდება – შეუძლია თუ არა ამ ტიპის ნათურების გამოსხივებას ამ ვირუსის განადგურება. (მათ შორის მეც) როგორც წერენ (ეს ჯობია თვითონ გადაამოწმოთ და მოიძიოთ დამატებითი ინფორმაცია) ეს ნათურები მაღალეფექტურები არიან და შეუძლიათ კორონავირუსის განადგურება მათი შენობებში პროფილაქტიკის მიზნით გამოყენებისას. ვირუსი, რომელიც მდებარეობს ზედაპირებზე და თუნდაც ჰაერში განადგურებული იქნება.

ახლა კი მთავარი კითხვა: სად შევიძინოთ ასეთი ნათურები?

მათი შეძენა შესაძლებელია ნებისმიერ ინტერნეტ მაღაზიებში, სადაც რა თქმა უნდა თუ ექნებათ ასორტიმენტში. მაგალითისთის მე მოვიძიე ორ საიტზე, banggood.com-ზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ ან პირდაპირ ამოირჩიეთ და დააჭირეთ სურათებზე და aliexpress.com – ზე გადასასვლელად დააჭირე აქ.

banggood.com US $72.99

banggood.com US $12.99 მხოლოდ ნათურა.

banggood.com შ $27,99. 38W

banggood.com US $39.99

banggood.com US $47.99

banggood.com US $59.99

ზოგიერთ პროდუქტს უფასოდ აქზავნიან საქართველოში ზოგს უწევს გარკვეული თანხის გადახდა თუ რომელიმეს საქართველოსკენ არ გზავნიან ყოველთვის შეიძლება გამოიყენოთ ამერიკის გავლით გამოწერის გზა.

ესეც ალიექსპრესზე მოძებნილი, აქ ნაჩვენები პროდუქცია იგზავნება უფასოდ.

aliexpress.com US $16.28 – დან.
aliexpress.com US $12,25 -დან.
aliexpress.com US $24.30
aliexpress.com us $50.56

როგორც ზევით ვამობობდი არჩევისას მიაქციეთ ყურადღება კვარცის ნათურაა თუ ბაქტერიოციდული, როგორც წესი უწერია ოზონით ან ოზონის გარეშე. ოზონიანს მოხმარების შემდგომ სწირდება შენობის განიავება.

გააზიარე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *