მსოფლიოს უცნაური სასტუმროები

Null Stern Hotel შვეიცარია

ამ სასტუმროს სლოგანია – „ერთადერთი ვარსკვლავი აქ თქვენ ხართ“. აქ მხოლობით რიცხვშია ყველაფერი. ამ უცნაურ სასტუმროში კედლები არ არ არის. იატაკია დაგებული, ორ ადგილიანი საწოლი თავისი ტუმბოებით. არც კარები არც ჭერი. მხოლოდ ასე უნდა შეიგრძნოთ შვეიცარული ალპები. ეს არის სასტუმრო Null Stern Hotel

სასტუმრო;ალპები;უცნაური

Kakslauttanen Hotel ფინეთი

ამ სასტუმროში სტუმრები მრგვალი შემინულ კონსტრუკციის ოთახებში ცხოვრობენ, რომ ჩრდილოეთის ციალს ადევნონ თვალი. ეს სასტუმრო, მხოლოდჩრდილოეთის ციალის დროს მუშაობს, ანუ დაწყებული აგვისტოს მესამე კვირიდან და აპრილის ბოლომდე. ამ ნომრებს გააჩნია თავისი სამზარეულო, საუნა, ბუხარი. აქ ამის გარდა სხვადასხვა სახის გართობასაც სთავაზობენ სტუმრებს.

სასტუმრო;Kakslauttanen;Hotel

სასტუმრო;Kakslauttanen;Hotel

Free Spirit Spheres “თავისუფალი სულის სფეროები“ (კანადა)

ეს ხის სფეროები წარმოადგენს სასტუმროს, რომელიც განლაგებულია კუნძულ ვანკუვერის, (ბრიტანულიკოლუმბია, კანადა) სანაპიროსთან  ტროპიკულ ტყეში. ამ სფეროებში მხოლოდ დაკიდული კიბეებით მოხვდებით.  ერთერთ მათგანში ორ ადგილიანი საწოლიც დგას თავისი პატარა მაცივრით. მოკლეთ ვისაც სიმაღლიოს შიში არ აწუხებს გზა ხსნილია. ერთი ღამის ფასი აქ 334$-დან 374$-მდე დაგიჯდებათ.

სასტუმრო;Hotel

სასტუმრო;Hotel

Poseidon Undersea Resort  „წყალქვეშა კურორტი პოსეიდონი“

ამ სასტუმროს 13 წელი აშენებდნენ, მიუხედავდ იმისა, რომ სასტუმრო განლაგებულია წყალქვეშ აქ ცხოვრების მსურველთა რაოდენობა საკმარისზე მეტია. აქაური ნომრების 70% პანორამული ხედითაა, საიდანაც შეიძლება დატკბე წყალქვეშა ხედით.

სასტუმრო;წყალქვეშა

სასტუმრო;წყალქვეშა

სასტუმრო;წყალქვეშა

სასტუმრო;წყალქვეშა

THE BUBBLE LODGE მავრიკიის კუნძული

აქ კი გეძლევათ შანსი ღამე გაატაროთ კუნძულ მავრიკიის უძველეს ჩაის პლანტაციის ვარსკვლვების ქვეშ. გასაბერ სფეროებში მაქსიმალური კომფორტია შექმნილი. ეს კონსტრუქცია შექმნილია საფრანგეთში დიზაინერ Pierre Stéphane Dumas მიერ. აქვე მოგემსახურებათ ასტრონომი, რომელიც მოგიყვებათ იქური ცის ამბებს. ახალი პოსტები ამ კატეგორიით ეძებეთ აქ

სასტუმრო;გასაბერი

სასტუმრო;გასაბერი

სასტუმრო;გასაბერი

აქ შევეცადე საინტერესო ფაქტები მეჩვენებინა, შემდეგ პოსტებში გავაგრძელებ უცნაური სასტუმროების თემას.

მთავარ გვერდზე დაბრუნება

გააზიარე