მსოფლიოში ერთადერთი ადამიანი, რომელსაც მეტეორიტი დაეცა

ღამის ცაზე ვარსკვლავთ ცვენის ყურება (მეტეორი) ძალიან ლამაზი რამ არის. ვისაც უნახავს დარწმუნებული ვარ ძალიან დიდი ხნით დაამახსოვრდება ეს სანახაობა. მაგრამ ისეც ხდება ხოლმე, რომ მეტეორიტი დედამიწაზე ვარდება ხოლმე.

თანაც ისე, რომ ეს შეუმჩნეველი არავის დარჩენია. მაგალითისთვის ეს ვიდეოც საკმარისია.

ხდება ისეც, რომ ვერავინ ვერაფერს ამჩნევს. თუმცა ეს შემთხვევა, რომელიც მინდა გაგიზიაროთ ჯერჯერობით მხოლოდ ერთხელ დაფიქსირდა. საუბარია მეტეორიტის მოხვედრა პირდაპირ ადამიანზე. ამ ადამიანს ერქვა ენ ელიზაბედ ხოჯესი (1920-1972). მას მშვიდად ეძინა სახლში 1954 წლის 30 ნოემბერს, როდესაც მისი სახლის სახურავს მეტეორიტი დაეცა, ჩაანგრია სახურავი და მას გაკვრით მოხვდა რის შედეგადაც ის დაშავდა. მას არა ოფიციალურად ხოჯესის მეტეორიტი უწოდეს.

მეტეორი;მეტეორიტი;კომეტა;ასტეროიდი

მეტეორი;მეტეორიტი;კომეტა;ასტეროიდი

მეტეორი;მეტეორიტი;კომეტა;ასტეროიდი

მოგვიანებით გამოკუთხული ხალხი ამბობდა, რომ მათ ცაზე დაინახეს ნათელი  და კვამლიანი კვალი რის შემდეგაც გაიგეს აფეთქების მაგვარი ხმა. ადგილზე მისულმა გეოლოგებმა დაადასტურეს, რომ სახლს ნამდვილად მეტეორიტი დაეცა. კონკრეტულად იმ ნატეხის წონა, რომელიც 34 წლის ქალს მოხვდა 3,86 კგ შეადგენდა.

მსოფლიოს სხვა უცნაურ მოვლენები შეგიძლიათ ნახოთ აქ.

მთავარ გვერდზე დაბრუნება.

გააზიარე