2000 წლის ფეხსაცმელი

კითხვაზე თუ ვინ გამოიგონა პირველად ფეხსაცმელი არა მგონია, რომ ვინმემ იცოდეს ნამდვილი პასუხი. თუმცა როგორი ფეხსაცმელებს ატარებდნენ 2000 წლის წინ ძველ რომში ამაზე ძალიან ბევრს შეუძლია გაგცეთ პასუხი. თანაც ეს არ იყო უბრალოდ ფეხსაცმელი ზოგ შემთხვევებში ეს შეძლება ხელოვნების ნიმუშიც ყოფილიყო ძვირფასი ქვებითა და ოქროულობით მორთული. იმაზე აღარ ვსაუბრობ, რომ იტალიური ფეხსაცმელი დღესაც ძალიან ფასობს.

ისევე როგორც დღესდღეობით დღევანდელ მსოფლიოში ყიდულობენ და სიამოვნებით ატარებენ იტალიურ ფეხსაცმელს ასევე დაახლოებით 2000 წლის წინათაც რომის იმპერიის მთელს ტერიტორიაზე იყენებდნენ რომის ფეხსაცმელს. ფორტი ზაალბურგი, რომაელებმა ააშენეს თავისი აღმოსავლეთ საზღვრების დასაცავად დაახლოებით პირველ საუკუნეში. მიუხედავათ იმისა, რომ ის ათასობით კილომეტრით იყო დაშორებული რომის მოდას არ ჩამორჩებოდა. დღემდე იქ პოულობენ იმ ეპოქის არტეფაქტებს და წარმოიდგინეთ ზუსტად, რომ ფეხსაცმელებს რომელსაც მაშინდელი მოსახლეობა ატარებდა. ზაალბურგში შექმნილია არქეოლოგიური მუზეუმი სატაც თავმოყრილია ძველი რომის ეპოქის ექსპონატები.

უძველესი;რომი;იმპერია;ფეხსაცმელი;სანდალი;ისტორია;
ეს ფეხსაცმელი ზაალბურგში მცხოვრებ კაცს ეკუთვნოდა.

ისევე როგორც ჩვენს დროში, მათაც ახასიათებდათ „მარიაჟობა“. განსხვავება კი იმაშია, რომ დღესდღეობით ბაქიობა და თავისი ფინანსური სტატუსის დაფიქსირება ხდება ძვირფასი მანქანებით, სახლებით, მობილურებითა და სხვადასხვა სიტუაციებით, ხოლო მაშინ იგივე ხდებოდა სახლებით, ცხენებით, ძვირფასეულობით, ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით.

სხვათაშორის ფეხსაცმელი იყო ის აქსესუარი რითაც გარშემო მყოფნი ხვდებოდნენ თუ რა გაქანების ადამიანი იყო მათ წინაშე. 🙂

იმ პერიოდში ფეხსაცმლის შეძენა ტარება შეეძლო ნებისმიერ ადამიანს, ღარიბსაც და მდიდარსაც. განსხვავება კი მდგომარეობდა ფეხსაცმლის ფორმა მოკაზმულობაში, ჩვენებურად რომ ვთქვათ დიზაინში. 🙂 მაგალითისთვის ეს სურათებიც საკმარისია. სადაც წარმოდგენილია როგორც ნამდვილი ფეხსაცმელი ასევე ქანდაკებებზე გამოკვეთილები.

უძველესი;რომი;იმპერია;ფეხსაცმელი;სანდალი;ისტორია;
ორი ათასი წლის ფეხსაცმელი
ორი ათასი წლის ფეხსაცმელი
უძველესი;რომი;იმპერია;ფეხსაცმელი;სანდალი;ისტორია;
ორი ათასი წლის შეძლებული ქალბატონის ფეხსაცმელი

როგორც ამბობენ და ფიქრობენ ეს ფეხსაცმელი შეძლებულ ქალბატონს ეკუთვნოდა. ასეთი დონის ნაკეთობას ზაალბურგის ხელოსნები სავარაუდოდ ვერ დაამზადებდნენ და ამიტომაც ვარაუდობენ, რომ ის რომიდან ჩაიტანეს.

ეს იგივე ფეხსაცმლის რეკონსტრუქცია თუ როგორ გამოიყურებოდა ის იმ პერიოდში.
უძველესი;რომი;იმპერია;ფეხსაცმელი;სანდალი;ისტორია;
დაახლოებით ასე გამოიყურებოდა რომაელი ლეგიონერის ფეხი.

ეს იგივე ფეხსაცმლის რეკონსტრუქცია თუ როგორ გამოიყურებოდა ის იმ პერიოდში. დამეთანხმეთ თუ გავითვალისწინებთ, რომ 2000 წლის წინანდელია საკმაოდ კარგი რამაა. ყოველი შემთხვევისთვის რომიდან არა, მაგრამ ჩინეთიდან შეგიძლიათ გამოიწეროთ სანდალი თანამედროვე სტილში მაგალითად შეგიძლიათ ნახოთ აქ. თუ როგორ გაიაროთ რეგისტრაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ.

მთავარ გვერდზე დაბრუნება.

გააზიარე