პირველი ქალი გლადიატორი

ძველ რომში მხოლოდ სილამაზე და ხელოვნება კი არ უყვარდათ, არამედ ასევე მოსწონდათ სისასტიკე. როგორც ყველასთვისაა ცნობილი, აქ ტარდებოდა ხოლმე გლადიატორთა ბრძოლები.

ცნობილია, რომ ასეთი სანახაობები პოპულარული იყო ჯერ კიდევ კოლიზეუმის („კოლისეუმი“ ) აშენებამდე, დაახლოებით 2000 წლის წინ.

ამ გართობების პიკი, იმპერატორ ნერონისა და დომიციანას მმართველობის დროს იყო. არავის დაუთვლია თუ რამდენი ადამიანი დაიღუპა რომის კოლიზეუმში.ზოგიერთი მონაცემებით 90 წელს ერთ ღამეში 19 000 გლადიატორი დაიღუპა. გლადიატორობა თითქოს  მამაკაცთა პრივილეგია იყო. მაგრამ ბრიტანელ არქიოლოგთა კვლევებისას აღმოჩენილი ნივთები ამტკიცებენ, რომ გალდიატორი ქალებიც არსებობდნენ.

იმ შორეულ დროში ქალ-გლადიატორებს ეძახდნენ „გარეულ კატებს“, მათ შორის ისინი ატარებდნენ სახელებს ახილლა, მაურა, გერაკლია, ირენა.

ერთ დროს ეწყობოდა ხოლმე გლადიატორთა ბრძოლები, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ ქალები პატივცემული ოჯახებიდან. იმპერატორ ნერონის მმართველობის დროს ასეთმა ბრძოლებმა დიდი მაშტაბები მიიღო. ქალი-გლადიატორები გამოირჩეოდნენ მიმზიდველობით და ისევე მამაცად იბრძოდნენ და იღუპებოდნენ როგორც კაცები. ქალ-გლადიატორებთან მიმართებაში ძველ რომში რამოდენიმე საკანონმდებლო აქტებიც მიუღიათ. 11 და 19 წლებში გამოიცა Senatus consulta, რომელიც კრძალავდა 20 წლამდე თავისუფლებაში დაბადებული ქალების და 25 წლამდე კაცების გამოჩენას არენაზე ან სცენაზე.

ქალ-გლადიატორთა კოდექსებში გაწერილი იყო მათი უფლება-მოვალეობები. გლადიატორთა რიგებში შესვლისას ისინი თავს „იურიდიულად მკვდარ პიროვნებად აცხადებდნენ“  საკუთარი მარცხის გათვითცნობიერებისას არავის არ ქონდა უფლება სამარცხვინოდ გაგცეულიყო ბრძოლის ველიდან. ისინი ვალდებულნი იყვნენ ყელი მიეშვირათ მოწინააღმდეგის ხმლისათვის ( იარაღისათვი, ისინი სხვადასხვა სახის იარაღით იბრძოდნენ) ან თავი მოეკლათ. ჩვეულებისამებრ სანახაობრივი  ბრძოლები ქალთა მონაწილეობით ბრძოლების ბოლოს ტარდებოდა.

ისტორიაში პირველ ქალ-გლადიატორად თვლიან გერარდესკა მანუტიუსს, რომელიც ხანგძლივი დროის განმავლობაშ მაყურებლის საყვარელ მებრძოლად ითვლებოდა. ის თავისი ბრძოლის უნარიანობით არაფრით ჩამორჩებოდა კაც-გლადიატორებს.

მის ანგარიშზე დაახლოებით 200 მოგებული ბრძოლაა. მისი ცხოვრება არ იყო იოლი. სავარაუდოდ ის იმავე მხარიდან იყო საიდანაც ყველასათვის ცნობილი სპარტაკი. როდესაც მას 28 წელი შეუსრულდა ის მონათა აჯანყებას შეუერდა. ის ყოფილა ლამაზი გარეგნობის იდეალური სხეულით. მალე მან დაიწყო საბრძოლო ხელოვნების ათვისება. მან აითვისა როგორც ფარიკაობა ასევე  ხელჩართული ბრძოლები. როგორც ცნობილია სპარტაკის მონათა არმია დამარცხდა რომაელთა არმიასთან ბრძოლაში (71წ. ჩვენს წ.ა.) სპარტრტაკი დაიღუპა ბრძოლაში. ტყვეთა რიგებში მოხვდა ზემოთ ხსენებული გერარდესკა. იმ დროისათვის მონებს ჯვარზე აკრავდნენ ხოლმე და შესაბამისად გერარდესკაც ჯვარს აცვეს სხვებთან ერთად, მაგრამ ისე მოხდა, რომ მის სიახლოვეს ჩამოიარა რომიის ერთერთმა უმდიდრესმა ადამიანმა  და ცნობილმა სარდალმა მარკ ლიცინი კრასმა. (Marcus Licinius Crassus)

მან შენიშნა გერარდესკა და ის შეიწყალა და მეორე დღეს გაახმოვანა ბრძანება, რომ ის უნდა გამხდარიყო გლადიატორი. ამის შემდგომ ის გააგზავნეს გლადიატორთა სკოლაში. სარდალს ესმოდა, რომ ქალის ბრძოლებში მონაწილეობა იქნებოდა ფინანსურად მომგებიანი და ბრბოს ძალიან მოეწონებოდა.  გერარდესკამ მალე ისწავლა ყველაფერი, რაც სჭირდებოდა.

მისი პირველი მსხვერპლი იყო  ძლიერი და გამოცდილი მებრძოლი ტრასიანი. მან ის ბრძოლის დაწყებიდან რამდენიმე წუთში მოკლა. ხალხი გიჟდებოდა, როდესაც არენაზე ნახევრად შიშველი გერარდესკა გადიოდა. მისი წარმატებები 11 თვე გრძელდებოდა. ის ორ მებრძოლთან ბრძოლაში დაიღუპა, როდესაც ვერ შენიშნა უკნიდან მიპარული მოწინააღმდეგე. მან სიკვდილის წინ შეწყალება ითხოვა როგორც ეს მირებული იყო იმ დროში, რაზეც ხალხმა უარი. ის დაიღუპა, როგორც ნამდვილი მებრძოლი და მან თავისი კვალი დატოვა რომის ისტოიაში. 200 წელს იმპერატორ სეპტიმიის დეკრეტით აიკრძალა ქალთა მონაწილეობა გლადიატორთა ბრძოლებში. ხოლო 404 წელს ჩატარდა გლადიატორთა ბოლო ბრძოლები. მას შემდეგ იმპერატორმა გონორიმ აკრძალა მსგავსი ბრძოლები, რადგანაც ისინი არ შეეფერებოდნენ ქრისტიანულ მორალს.

მთავარ გვერდზე დაბრუნება

გააზიარე