როგორ გავხსნათ ანგარიში AliexPress – ზე

ყველამ იცით, რომ თანამედროვეობის თანმდევი გახდა ონლაინ ვაჭრობა. მითუმეტეს მსოფლიოში გავრცელებული კორონა ვირუსის პირობებში. დღეს ფაქტიურად ძალიან ბევრი ადამიანისათვის წარმოუდგენელია ამ სერვისის გარეშე არსებობა.

თუმცა არიან ადამიანები ვისაც უჭირს სხვადასხვა საიტებზე გარკვევა თუ როგორ უნდა გაიაროს რეგისტრაცია და შეიძინოს შერჩეული ნივთი. ხშირად მიწევს ხოლმე ნაცნობებისათვის დახმარება მსგავს სიტუაციაში ხოლმე. ამიტომ გადავწყვიტე დამეწერა ეს პოსტი, რომ სხვებმაც შეძლონ დამოუკიდებლად საოცნებო ნივთის შეძენა ონლაინ რეჟიმში. დღეს დავიწყებ ალიექსპრესით და შემდგომში გავაფართოვებ არეალს. რაღა თქმა უნდა, რომ ვიწყებთ საიტზე შესვლით მისამართზე aliexpress.com

ჩვენ რეგისტრაციის გარესეც შეგვიძლია საქონელის დათვალიერება და ჩვენთვის მისაღები ვალუტა ავირჩიოთ ფასების სანახავად და შესაბამისად გზავნილის ადრესატის ქვეყნის მითითებით. ანუ საიტი რა ენაზე აისახოს და რა ვალუტაზე გაინტერესებთ ფასების ნახვა უპირველეს ყოვლისა.


რეგისტრაცია შეიძლება ფეისბუკისა და გუგლის ანგარიშებითაც გაიაროთ, თუმცა ამჯერათ გავიაროთ პირდაპირი რეგისტრაცია.

მაუსი მიიტანეთ წარწერაზე Account


მაუსით მიიტანთ წარწერაზე Account და ჩამოიშლება ქვე მენიუ. აქ ვირჩევთ Join რისშედეგადაც გამოვა პატარა ფანჯარა, რომელშიც უნდა ჩავწეროთ თქვენი იმეილის მისამართი და ახალი პაროლი რომელიც გინდათ, რომ იყოს ალიექსპრესისთვის. არ შეგეშალოთ ეს არ ითხოვს თქვენი ფოსტის პაროლს აქ უნდა მიუთითოთ ახალი პაროლი!


მას შემდეგ რაც შეავსეთ ორივე ველი დააწკაპუნებთ წარწერაზე CREATE ACCOUNT ამის შემდეგ თქვენ აღმოჩნდებით თქვენს ანგარიშის გვერდზე. თუ ასე არ მოხდა არ დაიბნეთ, უბრალოდ გაიმეორეთ პროცედურა – Account – და ამჯერად დააწკაპუნებთ Signe in.  ეხლა კი ნამდვილად თქვენს ანგარიშზე იქნებით შესული, რასაც მიუთითებს იგივე Account – ის ქვე მენიუ მაუსის მიტანისას.


ამის შემდგომ გადადით თქვენს ელექტრონულ საფოსტო ყუთში და ნახავთ, რომ მოსულია წერილი ალიექსპრესიდან, რათა დაადასტუროთ თქვენის ფოსტის რეალურობა.


ამიტომ წერილში ვაწკაპუნებთ წარწერაზე CONFIRM MY EMAIL ADRESS.


დაწკაპუნების შემდეგ გაიხსნება ფანჯარა, რომელიც გატყობინებთ, რომ თქვენმა იმეილმა წარმატებით გაიარა ვერიფიკაცია.


ამის შემდგომ ჩვენ ისევ ვაწკაპუნებთ უკვე ჩვენი ანგარიშის აღმნიშვნელ ნიშანზე ჩემს შემთხვევაში HI, GE  ან Account  და ახალ გახსნილ გვერდზე ვირჩევთ My Shipping Adress, რათა შევიყვანოთ ჩვენი მისამართი, რომელზეც გვინდა, რომ ამანათი ჩამოვიდეს.



ავსებთ ყველა ველს და დასვით ნიშანი რომ  მოინიშნოს, როგორც ძირითადი მისამართი.


ამის შემდგომ დაინახავთ ასეთ სურათს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისამართიც დარეგისტრირდა.


გადახდას რაც სეეხება ნივთის ყიდვის მომენტში შეგიძლიათ ამოირჩიოთ თუ რა სისტემით გინდათ თანხის გადახდა. მე პირადად პირდაპირი გადახდა მაქვს ანუ პლასტიკური ბარათით და ჯერ არანაირი პრობლემა არ ყოფილა. გაითვალისწინეთ აქ PayPal სისტემა არ მუშაობს.

მთავარ გვერდზე დაბრუნება

გააზიარე