საინტერესო დეტალები

ყოველი გაყიდული კოკა-კოლის ბოთლის სანაცვლოდ ხეს რომ რგავდნენ, დედამიწის ყველა ტყის მასივები სამ წელიწადში აღდგებოდა.

ტყე

პომპონებიანი ქუდი ყველას ჰქონია ალბათ ბავშვობაში. მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის მისი ისტორია ალბათ ძალიან ბევრმა არ იცის. ის უბრალოდ სილამაზისთვის არ შეუქმნიათ, ის შეიქმნა სპეციალურად ფრანგი მეზღვაურებისთვის. მოგეხსენებათ, რომ ადრე კომფორტზე ნაკლებად ზრუნავდნენ და გემებში სართულებს შორისი ჭერის სიმაღლეს ძალიან დაბლებს აკეთებდნენ და ბევრი მეზღვაურე თავს არტყავდა ხოლმე. ზუსტად ამისთვის შეიქმნა პომპონი ქუდებზე რათა თავი დაეცვა ჭერზე დარტყმისას. დღესდღეობით ჭერსაც ძალიან მაღლებს აკეთებენ ხომალდებზე და ბევრი სხვა კომფორტიც დაინერგა, მაგრამ ფრანგ მეზღვაურთა ქუდებს წითელი პომპონები ამშვენებს.

პომპონებიანი ქუდი

ფუტკრების უმეტესობა ლა „ლა“ ნოტას ბზუის სანამ დაიღლება. დაღლილი კი „მი“ ნოტას.

ბანანის კანის დალურჯებულ ადგილზე დადებით 10-30 წუთით შეიძლება გაქრეს დალურჯება.

გალაგოსის კუ 150 წლამდე ცოცხლობს, თანაც მას შეუძლია ერთი წლის მანძილზე წყლისა და საკვების გარეშე არსებობა.

ჰამბურგში არსებობს საბავშვო ბაღი მამაკაცებისათვის. 🙂

სკორპიონებს ერთი წლის მანძილზე შეუძიათ არ მიიღონ საკვები. ამას გარდა შეიძლება ის გაყინო რამოდენიმე კვირით,შემდეგ გაალღვოთ და ის ცოცხალი და სრულიად ჯანმრთელი დარჩება.

ენოტს ნამდვილად არ ვიცი ქართულად რამე სხვა სახელი აქვს თუ არა მაგრამ დარწმუნებული ვარ იცით ეს ცხოველი. მას აქვს ცხოველისთვის ერთი უცნაური ჩვევა. ის ჭამის წინ საკვებს რეცხავს. თუ ახლო მახლო წყალი არ არის მაშინ ის კმაყოფილდება უბრალოდ მოძრაობით თითქოს და გარეცხა.

ოქრო იმდენად იშვიათი მეტალია, რომ მსოფლიოში ერთ საათში იმაზე მეტ რკინას მოიპოვებენ ვიდრე მთლიანად კაცობრიობის ისტორიაში უპოვიათ ოქრო.

სიყვარული — ეს არის მოკლევადიანი მომატება დოფამინის, ნორადრენალინის, პროლაქტინის, ლულიბერინის და ოქსიტოცინის.

ფენილეტილამინის პაწაწინა მოლეკულა იწვევს გარკვეულ შეგრძნებებს:

კარგ განწყობას, ეიფორიას, აღგზნებადობას.

გული

ლოს-ანჟელესის ოფიციალური სახელწოდება არის — პუებლო დე ნუესტრა სენიორა ლა რეინა დე ლოს ანჟელეს  დე ლა პორცინკულა.

თუ მოგიწევთ ისლანდიაში მოგზაურობა უნდა იცოდეთ, რომ იქ ჩაის (ფულის და არა სასმელის J) დატოვება შეუაცხყოფად ითვლება.

როგორც ამბობენ მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ წიწვოვან ტყეებში ჰაერი პრაქტიკულად სტერილურია. ( არა უმეტეს 200-300 ბაქტერიაა 1 კუბურ მეტრ ჰაერში). ასეთ ტყეში სეირნობა ხსნის სტრესს და ატონიზირებს ორგანიზმს.

ნიუ-იორკის ცენტრალური პარკი ორჯერ უფრო დიდია ვიდრე მონაკო და ათჯერ უფრო დიდია ვატიკანზე.

თურმე მოპგზაურობა ძალიან უხდება გონებრივ ჯანმრთელობას და აქვეითებს დეპრესიის ალბათობას. (რატომღაც…)

გააზიარე