უცნაური და კრეატიული ნივთები

დღესდღეობით ადამინის ფანტაზიასა და შესაძლებლობებსზღვარი არა აქვს. ყოველ დღიურად რაღაც ახალი იქმნება, რაღაცას ვგებულობთ ხოლმე, რაღაცაც გაგვეპარება ყურადღების არეალიდან ცოლმე. ინტერნეტი გახდა ინფორმაციის ძირითადი წყარო და ფაქტიურად მსოფლიო ვაჭრობის შეუცვლელი წყარო გახდა. მეც პატარა დოზებით გამოვაქვეყნებ ხოლმე ნივთებს, რომელიც ზუსტად ინტერნეტის მეშვეობით შეიძლება რომ შეიძინოთ.

მაღვიძარა ტირით

უცნაური;საათი;ლაზერი;მიზანი;პისტოლეტი

ეს მაღვიძარა შექმნეს მათთვის ვისაც დილით გაღვიძება უჭირს. იმისათვის, რომ მისი ზარი გათიშო საჭიროა აიღოთ პისტოლეტი, მისი ლაზერული სამიზნით დაუმიზნოთ მიზანს და ისროლოთ. მე კითხვა გამიჩნდა ამის ნახვაზე, რამდენად ძლიერი კორპუსი აქვს ანუ დარტყმა დაგდებას რამდენად უძლებს თუ არა მძინარე ადამიანმა რამდენჯერმე რო ააცილოს სავარაუდოდ მას დანარცხება უწერია საბოლოოდ.

რელაქს-კაბინკა

რელაქსი;კვერცხი;მასაჟი;ვიბრაცია;ცისფერი;ღამის ცა;

რელაქსი;კვერცხი;მასაჟი;ვიბრაცია;ცისფერი;ღამის ცა;

ეს კვერცხისებრი კაბინკა შექმნეს  რელაქსაციისათვის. მასში განთავსებულია სამასაჟო საწოლი ვიბრაციის ფუნქციით. სიჩუმეში მშვიდ გარემოში რომ დამშვიდდეთ. სეანსის დროს კედლები ცისფერს ღებულობს რითაც საღამოს ცის ეფექტს იძლევა. საინტერესოა რეალობაში როგორი ეფექტი ექნება.

საშხაპე სოლარიუმი

შხაპი;საშხაპე;სოლარიუმი;გარუჯვა

ეს გამოგონება ალბათ მათთვისაა ვისაც დროის დეფეციტი აქვს. შხაპის მიღების პარალელურად ირუჯები. დროს არ კარგავ და მუდამ ფოერმაში ხარ. ამ მოწყობილობაში სპეციალური ულტრაიისფერი ნათურებია დაყენებული. სწორედ მათი წყალობითაა შესაძლებელი შხაპის მიღების პარალელურად გარუჯვა. თუმცა უსაფრთხოების წესებიც არ უნდა დაავიწყდეს ადამიანს აქ გარუჯვისას.

ტოსტერი გამჭვირვალე კედლებით

ტოსტი;შემწვარი;პური;დახაკული;ტოსტერი;გემრიელობა

დარწმუნებული ვარ ტოსტები ყველას უყვარს, მაგრამ ყველა თავისი გემოვნებით ამზადებს მას. ვიღაცას ოდნავ დაბრაწული მოსწონს, ვიღაცას უფრო მეტად. ეს გამვირვალე ტოსტერი კი ნებისმიერი ჭირვეული გურმანისთვის მისწრება იქნება. წარმოიდგინეთ მომზადების დროს არ გიწევთ უკან ჩატრიალება იმიტომ, რომ ცოტა მეტად დაიბრაწოს ან თუ მეტად მოუვიდა ახლიდან გაკეთება. მომზადების პროცეს ვიზუალურად აკონტროლებთ.

USB დამტენი ჭიქის გათბობის ფუნქციით

დამტენი;უსბ;გათბობა;ჭიქა

დამტენი;უსბ;გათბობა;ჭიქა

ეს მოწყობილობა სავარაუდოდ გეიმერებისთვის იქნება კარგი. თუმცა არც სხვებს აწყენთ, რომლებსაც კომპიუტერთან უწევს საათობით მუშაობა. არის მომენტი, როდესაც ვერ წყდები დაწყებულ საქმეს, ვიღაცა საბუთებს ადგენს, ვიღაცა პოსტებს წერს J ვიღაც კიდე თამაშობს და თბილ სასმელს, რომ მიირთმევ დროდადრო. სწორედ ეს დანიშნულება აქვს ამ მოწყობილობას. მუდამ გვერდით გედგას თბილი სასმელი და დამუხტული მობილური J

ქოლგა ყავის ჭიქის სამაგრით

ყავა;ჭიქა;ქოლგა;წვიმა

პიცის ჩასადები

პიცა;ჩასადები;კოკაკოლა

რა გითხრათ, ვიღაცამ ეს მოიგონა ეტყობა პიცაზე აფანატებდა 🙂

ტელევიზორის ჯადოსნური ჯოხი

ჯადოსნური ჯოხი

ადამიანებისთვის დიდი მიღწევა იყო ტელევიზორის დისტანციური მართვის პულტის გამოგონება, მაგრამ კაცობრიობა ამაზე არ გაჩერებულა. უკვე ტელევიზორის ჯადოსნურ ჯოხზე გადადიან ზოგიერთები. მხოლოდ საჭიროა ისწავლოთ ამ ჯოხით მოძრაობები და იგივეს შეძლებთ რასაც ძველი პულტები აკეთებდნენ. გადართავთ არხებს, ხმას აუწევთ ან პირიქით და ა.შ.

კიდევ უამრავი ნივთის ჩვენება და აღწერა შეიძლება, მაგრამ ყველაფერს ერთ პოსტში ვერ ჩაატევ. ამ ნივთების და კიდევ სხვა მრავალის შეძენა შეიძლება ინტერნეტით და ერთერთ მათგანზე რეგისტრაციის აღწერა არის აქ.

მთავარ გვერდზე დაბრუნება

გააზიარე