უთავო გვამთა ველი

კანადის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში არსებობს ერთი იდუმალი ადგილი, რომელმაც ცუდი სახელი გაითქვა – ეს არის უთავო გვამთა ველი. ეს ადგილი მდებარეობს კანადის ნაციონალურ პარკში (Nahanni National Park Reserve of Canada).

უთავო ცხედართა ველი
ნაციონალური პარკი


ამ პარკის ტერიტორია მოიცავს თითქმის 5000კვ.მ. ეს არის ხელუხლებელი შეიძლება ითქვას გარეული ბუნება. რომ წარმოიდგინოთ აქ სპილოების ჯოგებმ, რომ ირბინონ იმის ალბათობა, რომ ვინმე დაინახავს 1 პროცენტიც არ არის. ამ ტერიტოიის ძალიან ცუდი სახელი მეცხრამეტე საუკუნის ბოლოდან მოდის. ეს ის პერიოდია, როდესაც ადამიანები მასიურად იყვნენ ოქროს ძიებით დაკავებულები. ერთხელაც ოქროს მაძიებლებში ხმა გავარდა, რომ ამ ტერიტორიებზე ძალიან დიდი რაოდენობის ოქრო იყო და თანაც იოლი მოსაპოვებელი. ამის შემდგომ ოქროს მაძიებლები შეიძლება ითქვას მიაწყდნენ ამ ტერიტორიებს. ისინი ყურადღებას არ აქცევდნენ ადგილობრივ მაცხოვრებელთა გაფრთხილებებს, რომლებიც ერიდებოდნენ ამ ადგილებში სიარულს და შეიძლება ითქვას ეშინოდათ ამ ადგილების. 1898 წელს 6 გაბედული კაცი წავიდა ამ პარკის ტერიტორებზე ოქროს საძიებლად მდინარის (South Nahanni River)  გაყოლებაზე. ისინი უკვალოდ გაქრნენ. გარკვეული დროის შემდგომ პოლიციამ მათი უთავო ჩონჩხები იარაღზე ჩახუტებულები აღმოაჩინა. ეს იყო პირველი ოფიციალურად დაფიქსირებული შემთხვევა. შვიდი წლის შემდეგ 1905 წელს იქვე გაუჩინარდნენ ძმები მაკლაუდები და მათი მეგობარი. სამი წლის შემდეგ კი მათი უთავო გვამები იპოვნეს.

უთავო გვამთა ველი

მსგავსი შემთხვევები ფიქსირდებოდა 1921, 1922, 1932, 1940, 1945 წლებში. 1945 წელს დაიკარგა ერთი პოლიციელიც.

ასეთი ოფიციალურად დარეგისტრირებული შემთხვევების ძალიან დიდი რაოდენობა იყო. ზოგიერთები ცოცხლებიც კი უპოვიათ, თუმცა ფსიქიურად შეშლილები. საინტერესო ის ფაქტია, რომ  დაკარგულთა თუ დაღუპულთა პირად ნივთებს ხელუხლებელს პოულობდნე, მათ შორის ძვირფასეულობას და ოქროსაც. იყო სხვადასხვა ვერსიები თუ ვინ აჭრიდა თავებს ადამიანებს. იყო ვერსიები ყაჩაღურ ბანდებზე, იყო ვერსიები აქ მაცხოვრებელ უცნობ აგრესიულ ტომებზე, მაგრამ საბოლოოდ ვერაფრით ახსნეს თუ რა ხდებოდა ამ მიდამოებში. ამ მიდამოებში ინდიელთა ძველი დასახლების უხუცესები ამტკიცებდნენ, რომ ეს თოვლის კაცის ნახელავია. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ თოვლის კაცი არსებობს და ამ მიდამოებში ცხოვრობენ. უთავოთა ველის ოქროს მაძიებელთა ძველი ქრონიკებიდან ირკვევა, რომ 1884 წელს ამ ტერიტორიის ტყეებში შემჩნეული იყო არსება, რომელიც გავდა დიდ ბეწვიან გოლიათ ადამიანს.

ოფიციალური ეკსპედიციებიც დაიკარგნენ

წარმოიდგინეთ, ოფიციალური კვლევითი ექსპედიციების გაშვებასაც კი ერიდებოდნენ ამ მიდამოებში.

პირველი საექპედიციო ჯგუფი ამ მიდამოებში 1962 წელს გაემგზავრა. ამ ექსპედიციის ორგანიზება პროფესორმა ბლეიქ მაკკენზიმ მოახერხა. სამწუხაროდ ყველა დაიღუპა.

1965 წელს ორი შვედი და ერთი გერმანელი გაემგზავრნენ ამ საიდუმლოს ამოსახსნელად, მაგრამ ისინიც გაუჩინარდნენ. მათ საძიებლად ვერთფრენით გადასხმული 6 კაციანი ჯგუფიდან 2 ადამიანი გაუჩინარდა. 1978 წელს ამ ტერიტორიაზე ახალი ექსპედიცია გაემართა, რომელსაც ანომალურ მოვლენათა ცნობილი ამერიკელი მკვლევარი ჰენკ მორტიმერი ედგა სათავეში. უნდა ითქვას, რომ ჯგუფი კარგად იყო ეკიპირებული. მათ ყველანაირი ხელსაწყო გააჩნდათ იმისათვის, რომ მუდმივი კავშირი ჰქონოდათ საბაზისო ბანაკში დარჩენილ ადამიანებთან რომელიც ამ ველის ახლობლად იყო განლაგებული.

დანიშნულების ადგილზე მისვლისას ისინი დაბანაკდნენ და აპირებდნენ უთავოთა ველის უფრო სიღრმეში შესვლას რის შესახებაც ბაზას შეატყობინეს. საღამოსკენ კი ბაზაზე ოპერატორმა გაგიგონა ექსპედიციის წევრთა საშინელი ყვირილი და რადიო ოპერატორის რეი უილსონის სიტყვები:

„კლდიდან სიცარიელე გამოდის! ეს საშინელებაა!“

ამის შემდგომ კავშირი გაწყდა. რაღა თქმა უნდა ძირითად ბაზაზე განგაში გამოცხადდა და 30 წუთში ექსპედიციის დაბანაკების ადგილზე დაეშვა ვერტმფრენი შეიარაღებული მებრძოლებით, თუმცა ვერც ადამიანები და ვერც ბანაკის კვალი ვერ აღმოაჩინეს. მხოლოდ 5 დღის შემდეგ იპოვნეს ექსპედიციის ერთი მონაწილის უთავო გვამი. აქ არც ამ ტრაგედიის შემდეგ შეწყვეტილა ადამიანთა გაუჩინარება. 1980 წელს სამი ყოფილი სამხედრო გაემგზავრა ამ ტერიტორიაზე, რომელთაც უკაცრიელ ადგილებში გადრჩენისა და არსებობის გამოცდილება ჰქონდათ. ექსპედიცია გათვლილი იყო ერთი თვის ვადაზე, მაგრამ არც ისინი დაბრუნებულან უკან.

კანადის ნაციონალური პარკი

1997 წელს ბრონირებული ტექნიკით აღჭურვილი ექსპედიცია გაემგზავრა უთავო გვამთა ველის მიმართულებით. პირველი ორი დღე არაფერი ხდებოდა, მესამე დღეს კი ისეთი ნისლი ჩამოწვა, რომ არანაირი ხილვადობა აღარ იყო. რადიო კავშირში დეტალური აღწერის შემდეგ ექსპედიციის წევრები კავშირზე აღარ გამოსულან. როდესაც ნისლი გაიწმინდა რაღა თქმა უნდა გაიგზავნა სამაშველო ძალები თუმცა ექსპედიციის კვალს ვერ მიაგნეს. 2000 წელს ამ ველთან სიახლოვეს ტურისტები ისვნებდნენ, რომლებმაც აღნიშნეს რომ ამ ტერიტორიებთან ახლოს თოვლის კაცი დაინახეს რამოდენიმეჯერ. დღემდე გარკვეული არ არის რატომ და ვინ კლავს ადამიანებს და რისთვის აჭრის თავებს. თავებს კი ხან მკვლელობის ადგილზე პოულობენ ხან კი საერთოდ ვერ პოულობენ.

2000 წელს ამ ველთან სიახლოვეს ტურისტები ისვნებდნენ, რომლებმაც აღნიშნეს რომ ამ ტერიტორიებთან ახლოს თოვლის კაცი დაინახეს რამოდენიმეჯერ. დღემდე გარკვეული არ არის რატომ და ვინ კლავს ადამიანებს და რისთვის აჭრის თავებს. თავებს კი ხან მკვლელობის ადგილზე პოულობენ ხან კი საერთოდ ვერ პოულობენ.

გააზიარე